13.აპრილი .2022 19:10

“ელექტრომობილების დასამუხტად მოქალაქეები სადენებს მე-9 სართულიდან ჭიმავენ"

282
უკან

დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟებულ 45 ელექტროდამტენს კიდევ 23 დამტენი დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პროექტისთვის მუნიციპალიტეტის სახსრები არ დახარჯულა, რადგან მერიამ ბიზნესთან თანამშრომლობით სპეციალური მოდელი შეიმუშავა. ამის პარალელურად ავტოიმპორტიორები აცხადებენ, რომ დედაქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურის სიმცირის გამო ელექტრომობილის შემოყვანა და რეალიზება არამომგებიანია.