22.ოქტომბერი .2021 08:53

ელიტ-ელექტრონიქსმა ფოთში განახლებული ფილიალი და სერვისცენტრი გახსნა

170
უკან

21 ოქტომბერს "ელიტ ელექტრინიქსის" ფოთის განახლებული ფილიალი და სერვისცენტრი გაიხსნა, სადაც მომხმარებელს ბაზრის ყველა ლიდერი ბრენდი ერთ სივრცეში დახვდება. ამასთანავე, შესაძლებლობა ექნებათ მათ რჩეულ ბრენდებზე მაღალხარისხიანი და კვალიფიციური სერვისი მიიღონ. მაღაზიათა ქსელი "ელიტ ელექტრონიქსი" უკვე 25 წელზე მეტია სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზეა და ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელია, რომელიც მრავალფეროვანი პროდუქციითა და ასორტიმენტითაა წარმოდგენილი.ამ დროის განმავლობაში ბრენდმა და თავად კომპანიამ დიდი ცვლილებები განიცადა, შეიქმნა ახალი კონცეფციის მაღაზიები, დაინერგა მომსახურების თანამედროვე სტანდარტები, ბაზრის ათვისება მოხდა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით და კომპანია გახდა მსოფლიო მოწინავე ბრენდების ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. რას სთავაზობენ და რა ტიპის აქციებით ისარგებლებენ მომხმარებლები?