„ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც არის საკვები პროდუქტების ადგილობრივი წარმოების პირველად დასაქმებაში, სახელმწიფო ელექტროენერგიის გაზრდილ და არსებულ ტარიფებს შორის სხვაობის 50%-ს დაასუბსიდირებს“, - ამ სიტყვებით დაამშვიდა 2020 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესი, რომელსაც სემეკის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 11-13 თეთრით გაეზარდა.
იანვრის შუა რიცხვებში კი, დაკონკრეტდა ეკონომიკური საქმიანობის 20-ზე მეტი დარგი, რომელსაც სუბსიდირება შეეხებოდა. მთავრობის დადგენილების თანახმადვე, სიაში შესასვლელად ბიზნესებს 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ვებგვერდ https//www.registration.gov.ge-ზე უნდა შეევსოთ სპეციალური განაცხადი, რომელსაც მერე როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ასევე - შემოსავლების სამსახური გადაამოწმებდა. თუმცა, როცა დრო მოვიდა, ბიზნესმა ჩვენგან გაიგო, რომ დრო გაეპარა და სუბსიდიის გარეშე რჩებოდა.
სტუმარი: რევაზ ვაშაკიძე - “ჩირინა”, დამფუძნებელი