03.თებერვალი .2023 11:21

„ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

151
უკან

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანი წყლის რესურსის მენეჯმენტია, რომლისთვისაც ერთიანი პლატფორმა შეიქმნება, სადაც ენგურის ჰიდროლოგიური მონაცემები იქნება ხელმისაწვდომი. პროექტის ფარგლებში ენგური სრულად შეისწავლება. საქართველოში მდინარე ენგური პირველია, სადაც მსგავსი ჰიდროლოგიური მოდელი ხორციელდება.