მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპოტირებული ქართული ღვინის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის - გიორგი ეზუგბაია საქმის კურსში

BM.GE
06.05.20 14:28
1270
ღვინის ექსპორტი შემცირდა... 2020 წლის იანვარ-მარტშიკლება 9,6%-ია. შემცირებული მოცულობა ყველა ძირითად იმპორტიორ ქვეყანაში თანაბრად ნაწილდება, შესაბამისად, მკვეთრი კლება არცერთგან არ დაფიქსირებულა. ტრადიციულად, ექსპოტირებული ქართული ღვინის ყველაზე დიდი წილი, წელსაც რუსეთზე მოდის - 59,5%. გარდა ამისა, თუ გადავხედვათ სტატიატიკას 2013-2019 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი 158 მლნ აშშ დოლარით (244%-ით) გაიზარდა, საიდანაც 110 მლნ რუსეთში გაყიდვებზე მოდის. 2019 წელს საქართველომ რუსეთში 133 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის 57% იყო. ცოტა ხნის წინ არასამათვრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭრივალობა საქართველომ კვლევაც გამოაქვეყნა სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მაღალი დამოკიდებულებაც პოლიტიკური რისკების მატარებელია და პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით.

სტუმარი: გიორგი ეზუგბაია - ჰოლდინგი - აქტო ჯგუფი, გენერალური დირექტორი, მენეჯმენტისა და წარმოების მართვის საერათაშორისო საკონსულტაციო კომპანია