მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა

BM.GE
11.05.22 14:18
398
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფლაციური წნეხის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გამყარებაა. ამასთანავე, სებ-ი მიიჩნევს, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე მართალია სამიზნე 3%-ზე მაღალი იქნება, თუმცა ის ამჟამად არსებულ 12.8%-ზე დაბლა შემცირდება. ამის გათვალისწინებით, ცენტრალური ბანკი მიიჩნევს, რომ ამჟამად რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება აუცილებელი არ არის.

სტუმარი: გიორგი პაპავა - ISET, წამყვანი ეკონომისტი;