მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს რეკომენდაციების მე-4 პუნქტი - რა შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორს?

BM.GE
02.11.22 12:17
216
26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაინიცირდა კანონპროექტი, რომელიც ახალი სტრუქტურის – სსიპ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების გაცხადებული მიზანია, შესრულდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის მე-4 პუნქტი. 

კანონპროექტის მიხედვით, ახალი უწყების ფუნქცია იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, მის ხელმძღვანელს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, შემოთავაზებული რეფორმა არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას, რომელიც ქვეყანას სთხოვს:„გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას;

რა შენიშვნები აქვს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით და რა შემთხვევაში ვერ ჩაითვლება რეკომენდაცია შესრულებულად?

სტუმარი: სანდრო ქევხიშვილი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტიკორუფციულო პროექტის მენეჯერი;