08.მაისი .2020 12:14

ევროკავშირმა 9 მლნ ლარიანი საგრანტო პროგრამა დაიწყო - დეტალებით ქეთევან ხუციშვილი საქმიან დილაში

630
უკან

9 მაისი ევროპის კავშირის დაბადების დღეა. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის დღე, რომლის კონტრიბუცია საქართველოში დემოკრატიის და ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ქვეყნის ამ გაერთიანებას საქართველოში უამრავი პროექტი აქვს განხირციელებული და მათ შორის სოფლის განვითარების პროგრამაც. სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაზარებული მოსახლეობის დასახმარებლად ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამას უწყებენ, რომელიც სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. ვინ შეძლებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობას, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.


8 მუნიციპალიტეტი და 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამა - ეს არის პასუხი და რეალური დახმარება საქართველოს სოფლის დასახმარებლად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელმაც არაფერმერული ბიზნესის განვითარებას, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და კლიმატის ცვლილების შერბილებას უნდა შეუწყოს ხელი. პროგრამის სამიზნე ეკონომიკის დივერსიფიცირება და სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარებაა. როგორ უნდა დადგეს პირველი ეტაპის შედეგი და არანაკლებ მნიშვნელოვანი - ადგილობრივი წარმოებების პროდუქტი მისაღები გახდეს ევროპული ბაზრისთვის.

სტუმარი: ქეთევან ხუციშვილი - ევროკავშირის დელეგაცია, პროგრამის სოფლის განვითარება, სამოქალაქო უსაფრთხოება და კრიზისების მართვა, მენეჯერი