მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში ექსპორტი - შესაძლებლობები და გამოწვევები

BM.GE
24.02.20 10:00
794
გასული კვირის მიწურილს “თბილისი მარიოტში” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ამჯერად ღონისძიების თემა "საქართველოდან რუმინეთსა და ბულგარეთში შერჩეული პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობის მიმოხილვა" და ონლაინ პლატფორმის www.agrodeals.net პრეზენტაცია იყო.

5 წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის DCFTA-ს ხელშეკრულება ამოქმედდა და მიუხედავად იმისა რომ ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და გაიზარდა როგორც კომპანიების მზაობა, ასევე ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტზე გატანილი პროდუქტების რაოდენობა შესაძლებლობის ნახევარიც კი რაც ქართველ მეწარმეებსა თუ სერვისების ოპერატორებს აქვთ გამოყენებული და თვისებული არ არის. DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი გაეხსნა, რომელიც ამ ეტაპზე 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.

სტუმარი: ანი კვარაცხელია - ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე