23.ნოემბერი .2022 12:54

ევროკოდები - რა იცვლება 2024 წლიდან მშენებლობის სექტორისთვის?

196
უკან

2024 წლიდან სამშენებლო სექტორი ეტაპობრივად სრულიად ახალ სტანდარტზე უნდა გადაეწყოს. საუბარია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებაზე, რომლის მიხედვითაც შენობა-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა სრულად ევროპული ნორმების შესაბამისად უნდა განხორციელდეს. 

ევროკოდები ევროპული სტანდარტია, რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. 

ბიზნესიდან მიღებული ინფორმაციით, ევროკოდების თარგმნის პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წინ საკმაოდ ბევრი სამუშაო აქვს. რა იცის კერძო სექტორმა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ? 

სტუმარი: ანა საბახტარაშვილი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;