მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-მ ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტი დაამტკიცა

BM.GE
29.11.22 07:58
164
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ახალი პრეპარატი, სახელწოდებით Hemgenix-ი დაამტკიცა, რომელიც B ჰემოფილიით, იმავე სისხლის შედედების დარღვევით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ არის განკუთვნილი.

ვინაიდან ჯანმრთელობის მსგავსი დარღვევა საკმაოდ იშვიათია, მოსალოდნელია, რომ მას მსოფლიოში პაციენტთა მცირე ჯგუფი გამოიყენებს. თუმცა, მედიკამენტის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება, მისმა ფასმა განაპირობა. როგორც ცნობილია, ეს დღემდე შექმნილი ყველაზე ძვირად ღირებული პრეპარატია.

ვიდრე მედიკამენტის ფასს განვიხილავდეთ გეტყვით, რომ B ჰემოფილია არის დარღვევა, როდესაც ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ფაქტორი IX-ის სახელწოდებით ცნობილი ცილის საკმარის დონეს, რომელიც ტრავმის შემთხვევაში, ოპერაციის ან სხვა სამედიცინო პროცედურების დროს სისხლდენის შესაჩერებლად არის საჭირო.