მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FMCG ბაზარი 2022-ში 37%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

BM.GE
18.05.23 12:50
225
თიბისი კაპიტალის პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის კვლევის მიხედვით, ორგანიზებული FMCG ბაზრის ბრუნვა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 37%-ით გაიზარდა და ბაზრის ბრუნვამ 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა. 2023 წელს, ბაზრის ბრუნვა სავარაუდოდ 7.3 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. 

თიბისი კაპიტალი წერს, რომ რეგიონული FMCG ბაზარი მზარდია და ჯამური ბაზრის 66%-ს შეადგენს, თუმცა, რეგიონში მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარი გამოწვევად რჩება. 2021 წელს ჯამური FMCG ბაზრის ბრუნვიდან 4.9 მილიარდი ლარი თბილისზე მოდიოდა, 9 მილიარდი ლარი კი - რეგიონებზე, 2022 წელს რეგიონებში ბაზრის ბრუნვამ 12.5 მილიარდი ლარი, თბილისში კი 9 მილიარდი ლარი შეადგინა. დედაქალაქი ორგანიზებული ბაზრით საკმაოდ გაჯერებულია, რეგიონები კი მეტწილად აუთვისებელია და ორგანიზებული ბაზრისთვის ზრდის პოტენციალს წარმოადგენს. 2022 წელს ორგანიზებული FMCG ბაზრის ყველაზე დაბალი წილი - 9-9%, გურიასა და სამცხე-ჯავახეთზე მოდიოდა. 

როგორია ორგანიზებული და არაორგანიზებული ბაზრის თანაფარდობა და როგორ ვითარდება სექტორი?

სტუმრები: ანდრო თვალიაშვილი - თიბისი კაპიტალის უფროსი ასოცირებული მკვლევარი;
სოფიო ქაშაქაშვილი - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
თემურ ალექსანდრია - "ნიკორა ტრეიდის" აღმასრულებელი დირექტორი