14.ივლისი .2020 11:59

#Forbes #30under30 - #Feedc-ის ყველაზე დიდი განახლება

254
უკან

ქართულმა პლატფორმა Feedc-იმ, ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი განახლება გააკეთა. თუ აქამდე პლატფორმაზე მხოლოდ ადგილმდებარეობის მიხედვით იყო შესაძლებელი სხვადასხვა ქალაქებისა თუ ქვეყნის „ფიდებისთვის“ თვალის მიდევნება, ამიერიდან, აქ უკვე შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო საინფორმაციო გვერდისა თუ ბლოგერის გამოწერა. ამ გზით კი, სასურველი ინფორმაცია არ გამოგრჩებათ. მეორე მხრივ, Feedc-ზე გაუმჯობესებულია პოსტის შექმნის პროცესიც – ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის პლატფორმას სტატიების დაწერისა და გამოქვეყნების შესაძლებლობა დაემატა.

სტუმარი: ნიკოლოზ კვარაცხელია - Feedc, დამფუძნებელი