მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადარჩენის წელი ტურიზმში

BM.GE
28.06.20 15:53
701
2020 წელს საერთაშორისო ვიზიტები საქართველოში წლიურად 65%-ით შემცირდება, ასეთია galt& taggart-ის წინასწარი პროგნოზი და ერთერთი სცენარი, რომლის მიხედვით ტურისტული ზონებიდან ყველაზე დიდი დანაკლისი სწორედ აჭარას, მცხეთა-მთიანეთს და თბილისს მიადგება, ხოლო 2021 წელს ტურისტული შემობრუნების და ინდუსტრიის გაჯანსაღების ტემპი მეტწილად ქოვიდვიტარებაზე იქნება დამოკიდებული.პარალელურად ქვეყანაში საერთაშორისო საზღვრების გახსნის დაანონსებულ თარიღამდე ერთი კვირით ადრე ვიგებთ, რომ 1 ივლისს ქვეყანა ტურისტებს ვეღარ მიიღებს და არც ვიცით ჯერჯერობით დაზუსტებულად, როდემდე ან სადამდე გადაიწია დათქმულმა ვადებმა.

ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულები ელიან მეტ ინფორმაციას ინდუსტრიის პერსპექტივაზე უკეთესი დაგეგმვისთვის საქართველოს ეკონომიკაზე პასუხისმგებელი პირებისგან, რომლებიც თავის მხრივ რთულ და დილემურ ვითარებაში არიან საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით და მიზეზი კვლავ რთული ვითარებაა, როგორც სამეზობლოში, ასევე ინფრასტრუქტურული მზაობის თავლსაზრისით რათა არ მოხდეს ვირუსის იმპორტი ტურისტული ნაკადების მოჭარბების გამო.