მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა საწვავი?

BM.GE
10.03.22 13:44
455
ამერიკის შეერთებული შტატები რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ შეიძენს. პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დაწესებული ემბარგოს შეუერთდა დიდი ბრტანეთიც. ევროკავშირმა კი დაანონსა, რომ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვებს წლის ბოლომდე 2/3-ით შეამცირებს. 

საქართველოში იმპორტირებული ბენზინის და დიზელის 19%-ზე მეტი რუსეთზე მოდის. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებიდან ირკვევა გასულ წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1 148 705 ტონა შეადგინა, რაც 42,7 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 105 995 ტონა) შედარებით. 

ამასთან, 2021 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 244 601 ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 221 181 ტონა - 19,3%; აზერბაიჯანი - 215 872 ტონა - 18,8%; რუმინეთი - 204 638 ტონა - 17,8%; ბულგარეთი - 167 708 ტონა - 14,6%; საბერძნეთი - 37 223 ტონა - 3,2%, თურქეთი - 33 021 ტონა (2,9%), იტალია - 14 948 ტონა (1,3), ყაზახეთი - 2 824 ტონა (0,2%) და სხვა.

რა გავლენა ექნება მსოფლიოში მიმდინრე პროფცესებს საქართველოს ბაზარზე, რას უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში, მაშინ როცა ნავთობის ფასი ბარელზე 127 დოლარს გადაცდა?

სტუმარი: ზაალ იაკობიძე - "სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებელი და დირექტორი;