07.მარტი .2023 10:23

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით რატი მესხიშვილი

129
უკან

მიმდინარე კვირა ინვესტორებისა და ტრეიდერებისათვის სიახლეებით აღსავსე იქნება. სამშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი, ჯერომ პაუელი საჯაროდ გამოვა და მონეტარული პოლიტიკის შესახებ განცხადებას გააკეთებს. პაუელის საუბრის ტონს ინვესტორები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან ჯერაც არის იმის საკმაოდ მაღალი რისკი, რომ FED-მა რეფინანსირების განაკვეთი დაგეგმილზე 25 საბაზო პუნქტით უფრო მეტად გაზარდოს, რასაც, ცხადია, უაღრესად ნეგატიური გავლენა ექნება გლობალურ საფონდო ბირჟებზე.