მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოწვევები მრეწველობის სექტორში - რაზე ჩივის ბიზნესი?

BM.GE
21.02.23 14:38
188
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გამოწვევები, ფინანსებსა და კვალიფიციურ მუშახელზე ხელმისაწვდომობის დაბალი დონე, იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებულება და ლაბორატორიებზე შეზღუდული წვდომა - ეს არის ის მთავარი გამოწვევები, რაც სამშენებლო მასალებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მწარმოებლებმა დაასახელეს. პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე დღეს პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის ფორმატში იმსჯელეს. დიალოგი „USAID” ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. რა ძირითად გამოწვევებზე საუბრობენ სამშენებლო მასალებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მწარმოებლები და რა მიმართულებით ითხოვენ ისინი შესაბამისი ნაბიჯების გადაგმას?