03.დეკემბერი .2020 23:19

გაზის ტარიფი - მთავრობა და ბიზნესი “თბილისი ენერჯისგან” განმარტებას ითხოვს

228
უკან

პურის საცხობების გარდა, თბილისში კომერციული სექტორისთვის 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი აირის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით 1.10 ლარამდე იზრდება. კომპანია აღნიშნულს რამდენიმე მიზეზით ხსნის. მათ შორისაა ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნა, ინფრასტრუქტურა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს და მესამე - არ შეექმნას საფრთხე თბილისის მოსახლეობის უწყვეტ გაზმომარაგებას. თბილისი ენერჯის გადაწყვეტილებას ბუნებრივია ნეგატიური შეფასებები მოჰყვა კერძო სექტორისგან. რას ამბობენ ბიზნესში?