მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"GIAC არბიტრაჟის დღეები 2019" იწყება

BM.GE
16.09.19 11:29
650
9-11 ოქტომბერს თბილისი ტრადიციული არბიტრაჟის დღეების მასპინძელია. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით უკვე მე-6 წელია ტარდება და მისი მიზანი არბიტრაჟის სფეროში საერთაშორისო დონეზე არსებული სიახლეებისა და მიდგომების განხილვაა.

დავების გადაწყვეტის როლი ქვეყნის ეკონომიკაში“- თბილისში „GIAC არბიტრაჟის დღეები 2019“ მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის წარმოჩენას და ამ სფეროში რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას. წელს “არბიტრაჟის დღეები“ რამდენიმე ღონისძიებას აერთიანებს.


სტუმარი: ბექა ინჯია - საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, გენერალური მდივანი