მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ისაკაძის ეპილოგი / 19.02.2023

BM.GE
20.02.23 02:35
304
მაჰაშივარატრი (შივას ღამე) არის ინდუისტური ფესტივალი, რომელიც აღინიშნება მთვარის თვეში ფალგუნაში, რომელიც შეესაბამება თებერვალს ან მარტს.შივას თაყვანს სცემენ ამ ფესტივალზე კაცობრიობის გადარჩენისთვის. ფესტივალს აღნიშნავენ ინდუისტები, რომლებიც მარხულობენ მთელი დღის განმავლობაში და დადიან ტაძარში და ლოცულობენ შივას პატივსაცემად. და ფესტივალი გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში. ინდუსები ხშირად სამ თეთრ ხაზს ხაზავენ შუბლზე პასტით, რაც სიმბოლოა სულიერი ცოდნის, სიწმინდისა და სინანულის ნიშნად, როგორც შივას პატივისცემის ნიშნად. ფესტივალის მიზანი მედიტაციისთვის დადებითი ენერგიისა და კარმის მიღებაა. და ამ ფესტივალს, მილიონობით ადამიანი თვალყურს ადევნებს, ათიათასობით ესწრება და ფესტივალს,რომელიც გუშინ ჩატარდა, პირდაპირ ეთერის რეჟიში 10 მლიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს. ამ ფესტივალზე, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, წარმოდგილნი იყვნენ დაახლოებიტ 10 წუთიანი პროგრამით ჩვენი საამაყო სუხიშვილები, ქართული ნაციონალური ბალეტის დასი, რომელთაც ჩვეულად, ნამდვილი ცეცხლი დაანთეს სცენაზეც და მის მიღმაც, და მილიონობით მათ, ვისთვისაც სრულიად უცნობია პატარა და ულამაზესი საქართველო, თავისი გრანდიოზული კულტურით - კიდევ ერთხელ გააცნეს თავი.