მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და “რითეილ ასოციაცია” თანამშრომლობას იწყებენ

BM.GE
08.06.23 11:21
166
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და რითეილ ასოციაცია თანამშრომლობას იწყებენ. მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გუშინ გაფორმდა. შეხვედრის ფარგლებში, კომერციული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. გზამკვლევის მიზანი მეწარმეებისთვის პრაქტიკული რჩევების მიცემაა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კომერციულ მოლაპარაკებები და გარიგებები. კომერციული გზამკვლევი განკუთვნილია მცირე და საშუალო მეწარმისთვის, რომლებსაც რითეილერებთან თანამშრომლობის გზით, საკუთარი ბიზნესის გაზრდა და განვითარება სურთ. ინფორმაციისთვის, კომერციული გზამკვლევი USAID -ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. 

სტუმრები: სოფიო ქაშაკაშვილი - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
ია ნადირაშვილი - კომერციული გზამკვლევის თანაავტორი;
მაკა ფირანაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.