03.თებერვალი .2022 18:50

ჰაერის დაბინძურების კონტროლი ვალდებულება, რომელსაც ბიზნესი ჯერ ვერ ასრულებს

398
უკან

საქართველოში მოქმედ მსხვილ საწარმოებს ევალებათ, ჰაერის ხარისხის კონტროლისა და ფილტრაციის სისტემები დაამონტაჯონ. აღნიშნული ვალდებულება ძალაში გასული წლის ივნისიდან შევიდა, თუმცა მისი შესრულება ფაქტობრივად ვერ ხდება. მიზეზი ისაა, რომ კომპანიების უმეტესობა დადგენილ ვადებში ვერ ჩაეტია და საკმაოდ ძვირადღირებული სისტემებს ახლა ყიდულობს ან ამონტაჟებს - პროცესი პანდემიამაც გააჭიანურა. მიუხედავად ბიზნესის გაფრთხილებისა, ხელისუფლებამ ცვლილებების ძალაში შესვლა არ გადადო. არსებული სიტუაციის გამო კომპანიებს ჯარიმების გადახდაც უწევთ.