02.დეკემბერი .2022 12:18

IMF-ის პროგნოზები - საქართველო - გიორგი პაპავა ანალიტიკაში

167
უკან

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ რამდენიმე დღის წინ პრეზენტაცია გამართა, სადაც აიემეფი–ს წარმომადგენელმა საქართველოში სელიმ ჩაქირმა რეგიონის ეკონომიკური პროგნოზები მიმოიხილა – მათ შორის, საქართველოსი და ასევე შეაფასა ის გავლენა, რაც რუსეთ–უკრაინის ომს საქართველოზე ჰქონდა. ახლა მოვისმენთ კომენტარს, სადაც სელიმ ჩაქირი იმ რეფორმებზეც აკეთებს აქცენტს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდს სტრუქტურული პრობლემების მოგვარების გზად ესახება. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის მიხედვით, მთავრობის ხარჯები 726 მილიონი ლარით იზრდება და ის რეკორდულ – 21 მილიარდ 900 მილიონ ლარს მიაღწევს. დეფიციტიც მცირდება 2.8%–მდე, რითაც 2023 წელს ე.წ. თავისუფლების აქტის მოთხოვნა შესრულდება. ძირითადი აქცენტი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალურ ხარჯებზეა. 

სტუმარი: გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი;