მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის დონე- 6.9 %- რა გაიაფდა და რა გაძვირდა ყველაზე მეტად აპრილში?

BM.GE
04.05.20 14:24
1193
2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.1 პროცენტით განისაზღვრა. რამ იქონია გავლენა ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე და სად ფიქსრდება ფასების მატება?