20.მარტი .2023 08:38

“ჯიპიაი ჰოლდინგი” ტვირთების დაზღვევის მიმართულებით ზრდას განაგრძობს

154
უკან

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი ტვირთების დაზღვევის მიმართულებით ზრდას განაგრძობს. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიასა და გადამზიდ კომპანია “კარგო სოლუშენს ჯგუფს” შორის თანამშრომლობა დაიწყო, რომელიც კომპანიის მიერ შემოტანილი ყველა ტვირთის ჯიპიაი ჰოლდინგში დაზღვევას ითვალისწინებს. ჯიპიაი ჰოლდინგში მიაჩნიათ, რომ თანამშრომლობა წარმატებული იქნება და ეს ნაბიჯი კარგო სოლუშენს ჯგუფს ფინანსური რისკებისაგან მაქსიმალურად დაიცავს. “კარგო სოლუშენს ჯგუფში” აღნიშნავენ, რომ მას შემდეგს, რაც კომპანია გაფართოვდა ტვირთების დაზღვევაზე ფიქრიც აქტიურად დაიწყეს. ჯიპიაი ჰოლდინგი, შეარჩიეს როგორც გამოცდილი სადაზღვევო კომპანია და მათთან ხანგრძლივი თანამშრომლობის იმედი აქვთ.