პანდემიამ ეკონომიკის სექტორებს შორის ყველაზე მძიმედ ტურიზმს დაარტყა, რაც 2020 წელს 80%-ზე მეტად შემცირდა. აღდგენა მხოლოდ 2021 წლის ბოლოდან დაიწყო, წელს კი ტურიზმი პანდემიამდელი დატვირთვის 50%-ს უახლოვდება. ამ მხრივ გამორჩეული იყო მაისი, როდესაც საქართველოში 319,800 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 205%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ეს ტურიზმის 52%-იანი აღდგენაა.
აღდგენის ტემპების გათვალისწინებით, სტუმარმასპინძლობის სფეროში სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა იზრდება. დღეს ეს სფერო იმაზე გაცილებით ნაკლებ ადამიანს ასაქმებდა, ვიდრე 2019 წელს, როდესაც ქვეყანა 9 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობდა. სტატისტიკის მიხედვით, ეს სფერო ამჟამად 33,400 ადამიანს ასაქმებს, მაშინ როდესაც 2019 წელს ის 48,800-ს ასაქმებდა. ეს პანდემიამდელთან შედარებით 15,400 დასაქმებულით ნაკლებია.
სწორედ ამ დანაკლისზე საუბრობენ, როდესაც ტურიზმის სფეროდან კადრების გადინების პრობლემას ეხებიან. კადრების გადინება კი თავისმხრივ სერვისის ხარისხზეც ახდენს გავლენას.
სერვისის ხარისხი იყო მთავარი საკითხი, რის გამოც ტურიზმის ადმინისტრაციამ საქართველოში სერვისის ხარისხის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ჯონ შოლი მოიწვია, რომელმაც გამართა შეხვედრა სტუმარმასპინძლობის სფეროში მოღვაწე მენეჯერებთან. მთავარი გზავნილი, რის შესახებ შოლი საუბრობს, არის კომპანიების მხრიდან საკუთარი კადრების მუდმივ განვითარებაში ინვესტირება.
ინტერვიუ ჯონ შოლთან -Service Quality Insstitute-ის პრეზიდენტთან;
სტუმარი: ვატო ასათაშვილი - "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა სიახლე
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო