მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიზისი ფეროშენადნობების დარგში

BM.GE
01.03.23 11:51
191
საქართველოში ფეროშენადნობების მწარმოებელი ქარხნების ნაწილი უკვე რამდენიმე თვეა დახურულ რეჟიმშია, ნაწილმა სიმძლავრეები შეამცირა და თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვა. მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე ფასის რეკორდული ვარდნაა. შედეგად გასულ წელს ექსპორტზე 460 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 17 მლნ დოლარით ნაკლებია. ამას დაემატა ისიც, რომ ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედდა. მიუხედავად ამისა, რუსეთი მაინც მთავარ საექსპორტო ბაზრად რჩება. იანვრის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციაში 45 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების სილიკონმანგანუმი გავიდა ექსპორტზე, მეორე ადგილზეა თურქეთი, სადაც გასულ თვეში 4 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი გავყიდეთ. როგორ მუშაობს ქვეყნის ექსპორტში ერთ-ერთი მთავარი წამყვანი დარგი?

სტუმარი: ნუგზარ კევლიშვილი - ფეროშენადნობების ასოციაციის ხელმძღვანელი