04.მარტი .2021 09:27

კრიზისი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში

უკან

საქართველოში მეორადი ტანსაცმლის ტოპ იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა თურქეთი, აშშ, გერმანია, ბელგია და გაერთიანებული სამეფო. ჯერ კიდევ გასული წლის იანვარ-მარტში მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან საქართველოში სულ 1 655.2 ტონა მეორადი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.4%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება 2021 წლის სტატისტიკას, ჯერ პირველი კვარტლის მონაცემები არ არსებობს, თუმცა სექტორში დასაქმებულების თქმით, იმპორტი მკვეთრად შემცირებულია. რა მდგომარეობაა მეორადი ტანსაცმლის ბიზნესში?