25.თებერვალი .2020 18:43

მანქანიდან ნაგვის გადაყრაზე ჯარიმა ორმაგდება

145
უკან

ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები მკაცრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის წევრებს გოგა გულორდავასა და სულხან მახათაძეს აქვთ. კანონპროექტის მიხედვით, ნარჩენების გარემოში დაყრაზე სანქციები ზოგ შემთხვევაში ორმაგდება, ზოგ შემთხვევაში ოთხმაგდება და მეტადაც იზრდება. ახალი ვალდებულებები შემოდის კომპანიებისთვისაც. რამდენით დავჯარიმდებით თუ ავტომობილიდან მაგალითად სიგარეტის ღერს გადავაგდებთ?