11.მაისი .2021 23:08

მარაგები იწურება - რომელ ვაქცინებს ელოდება საქართველო?

129
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭო საქართველოს მთავრობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე, „სინოვაკით"ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმართავს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ჯანმოს ექსპერტების შუალედური დადებითი დასკვნები „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყების შესაძლებლობას იძლევა. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ "ასტრაზენეკათი" აცრის დაშვებული ასაკი 55-დან 45 წლამდე შემცირდა. დღეს ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა.