მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა - საქართველოს ბანკი

BM.GE
23.06.21 23:25
489
საქართველოს ბანკსა და USAID-ის უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, აღნიშნული პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს დარგის ექსპერტებისგან ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღონ ფინანსების მოზიდვის, ფინანსური ანალიტიკის, ექსპორტის დაგეგმვის, ადგილობრივი ბაზრის კვლევის, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრისa და სხვა საჭირო მიმართულებით. ინფორმაციისთვის, პროგრამა იმ ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი ვისი საქმიანობაც, სამშენებლო მასალების, ავეჯისა და სათამაშოების წარმოებასა და დიზაინს, მყარი ნარჩენების გადამუშავებას, შესაფუთი მასალებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების წარმოებას მოიცავს.