24.სექტემბერი .2020 09:35

მსოფლიო საზღვაო დღე - საქართველო და ევროკავშირი

123
უკან

24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება. პორტებისა და ზოგადად საზღვაო სექტორის განვითარების მნიშვნელობა პანდემიამ განსაკუთრებით დაგვანახა. ფაქტია, რომ საქართველო ამ მიმართლებით არ პასიურობს და დარგში სერიოზული რეფორმები ხორციელდება, მთავარ პარტნიორად კი ევროკავშირი გვევლინება. შედეგად, 12,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე უკვე მუშაობს მეზღვაურად და სულ უფრო მეტი მათგანი საქმდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე; 2019 წელს 40 -ზე მეტი პროცენტით გაიზარდა კონტეინერების ტვირთბრუნვა პორტებში, მზადდება სახელმწიფო საზღვაო სტრატეგიის პირველი ეტაპი. რა გზას გადის ქვეყანა და რას ველოდებით უახლოეს წლებში?