მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა

BM.GE
06.05.20 13:22
745
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის მიდგომა კორონავირუსის საკითხზე ცხადყოფს, რომ პეკინი "ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია" იმისთვის, რომ ნოემბერში ტრამპმა არჩევნები წააგოს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთს სურს, არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს, რათა მოიშოროს ის წნეხი, რაც ტრამპმა ჩინეთს სავაჭრო ომის შედეგად და სხვა საკითხებზე დაადო. "ისინი ყოველთვის იყენებენ საჯარო ურთიერთობებს, რათა თავი უდანაშაულო პარტიებად წარმოაჩინონ," - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი. ტრამპის განცახდებას გამოეხმაურა ოფიციალური პეკინი. "აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის შიდა საქმეა, ჩვენ ამაში ჩარევის ინტერესი არ გვაქვს", - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, კენგ შუანგმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი ხალხი ჩინეთს თავის საარჩევნო პოლიტიკაში "არ ჩაითრევს". კენგისვე თქმით, ჩინეთი ეპიდემიის "მსხვერპლია" და ვირუსზე პასუხად ზოგიერთი პოლიტიკოსის სუსტი ნაბიჯების გამო ჩინეთზე ბრალის გადატანა "მხოლოდ აშშ-ის პრობლემებს გამოავლენს".


სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი