11.დეკემბერი .2019 12:04

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

უკან

„მე მოღლატედ მთვლიან, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, მე უბრალოდ სიმართლე მოვყევი, რომ ამ ყველაფერთან მებრძოლა.“ - ეს იულია სტეფანოვას სიტყვებია, მსოფლიო კლასის რუსი ათლეტის, რომელმაც დოპინგის საკნდალზე და პრობლემაზე ღიად დაიწყო საუბარი, რამდენიმე წლის წინ. ცხადია ის მოღალატედ შერაცხეს და ოჯახთან ერთად რუსეთიდან წასვლა მოუწია.


მისი აღიარების და კიდევ სხვა თანმდევი ფაქტორების და ამბების შემდეგ, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი დამამცირებელ აკრძალვამდე მივიდა რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის. პროცესი გრძელდება, მიხედავად იმისა რომ თავად პუტინი არეწმუნებს მსოფლიოს რომ დოკუმენტური ფილმები დოპინგის თემაზე, ანალიზები, სპორტსმენების აღიარება არის მიზანმიმართული დისრედიტაცია, ფაქტები სხვა რამეს გვეუბნება და ბოლოს გვითხრა, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგურის სააგენტოს გადაწყვეტილებით, რუსეთი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც ოლიმპიურ თამაშებსა და ვერც მსოფლიო ჩემპიონატებში. გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში რუსეთი ვერც ერთ საერთაშორისო ტურნირს ვერ უმასპინძლებს და ვერც მის ჩატარებაზე გააკეთებენ განაცხადს. ამავე დროს, რუს სპორტსმენებს უფლება ექნებათ, შეჯიბრებებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ მიიღონ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებენ, რომ დოპინგი არ მიუღიათ.


სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG, საერთაშორისო მიმოხილველი;