19.ნოემბერი .2020 20:15

მთავრობა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ახალ პროგრამას იწყებს

უკან

მთავრობამ უხოური ინვესტიციების მოსაზიდად ახალი სახელმწიფო პროგრამა „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ დაამტკიცა. პირობები ასეთია - პროგრამით ისარგებლებს უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანია, რომელიც საქართველოში ეკონომიკაში სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე კი მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით, მაგრამ მთავრობამ განსაზღვრა დარგებიც, ვინც ამ პროგრამით ისარგებლებს, ძირითადად ის შეეხება გადამამუშავებელ და მძიმე მრეწველობას. მაგალითად, მანქანათმშენებლობა, ელექტრონიკა, ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ა.შ.

სტუმარი: ალექსანდრე რატიშვილი - გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი