24.მარტი .2021 18:33

მთავრობამ შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობა დაიწყო - ზურაბ ჭიაბერაშვილი საქმის კურსში

113
უკან

მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებაზე ალაპარაკდა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, ვინაიდან, საქართველოში რამდენიმე რეგიონი წითელი ზონის მიმართულებით აქტიურად მიდის; კერძოდ იმერეთი, გურია და თბილისი. “ამ ეტაპზე დადებითობის კოეფიციენტი 2,2%-ია, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე 1%-ს აღემატება, რაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. მეტ შეზღუდვებს არ გამოვრიცხავთ“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

განცხადება დღეს "კურაციოს" მკვლევართა ჯგუფმაც გაავრცელა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, პროცესის შესაჩერებლად საჭირო ღონისძიებები დროულად გატარდეს, ვიდრე დღიურად დადასტურებული შემთხვევები 500-ის ირგვლივაა და არა 5000-ის. მკველვარები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას და სჯობს დროულად გავატაროთ საჭირო ღონისძიებები. “ალბათ მთავრობაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება კარს მომდგარ საფრთხეს და დროულად გადადგამს იმ საჭირო ნაბიჯებს, რაც შემდგომი აფეთქებისგან დაგვიცავს”- რა საჭირო ნაბიჯების გადაგმის აუცილებლობას ხედავენ დღეს დარგის სპეციალისტები?

სტუმარი: ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის სპეციალისტი