06.დეკემბერი .2019 00:40

#მხოლოდქართული - white studio- პირველი კერამიკის სახელოსნო საქართველოში

222
უკან

“ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ხელოვნება და არა პირველადი მომხმარებლის ნივთები“. ასე მიიჩნევს „white studio”-ს დამფუძნებელი ნატო ერისთავი, რომელმაც შეიძლება ითქვას თანამედროვე საქართველოში პირველი კერამიკის სახელოსნო შექმნა. WHITE Studio-ს ბრენდის ქვეშ პროფესიონალი კერამიკოსებისა და მხატვრების ჯგუფი გაერთიანდა და გარდა იმისა, რომ სრულიად ექსკლუზიურ ქართულ პროდუქტს ქმნიან, მოხალისე სტუმრებს ვორქშოპებს სთავაზობენ, რომელიც განტვირთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. ამერიკა, ბალტიისპირეთის ქვეყნები გამოფენებით white studio-მ უკვე მოიარა და ახლა უკვე მათთან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებიც დაიწყეს.

ნატო ერისთავი - White studio-ს დამფუძნებელი