მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარჩენების მართვისთვის ახალი პროექტი

BM.GE
30.07.20 08:58
563
ისევ საქართველო, ევროკავშირის მხარდაჭერით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვისთვის ახალი პროექტი იწყება. იგეგმება ნაგავმზიდისა და სეპარირებისთვის საჭირო 60-მდე კონტეინერის შეძენა, 10 მცირე ზომის საკომპოსტე მოედნის მოწყობა, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დანერგვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დიდ სოფლებში და სეპარირებული შეგროვების განვითარება ტურისტულ ობიექტებზე. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 780 701.00 ევროა, აქედან გრანტი - 718 244.92 ევროს შეადგენს.