მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნახევარი მლნ ლარი აჭარაბეთისგან

BM.GE
08.05.20 00:43
889
კომპანია „აჭარაბეთმა” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფოს გადასცეს ნახევარი მილიონი ლარი, რომლითაც სწრაფი ტესტების შეძენა-ჩამოტანას მოხდება. “აჭარაბეთი” ერთ-ერთი პირველი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, ასევე პრევენციის მიზნით მიწის კაზინოების, ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების ფუნქციონირება შეაჩერა და დაიწყო საინფორმაციო კამპანია. ამასთან, როგორც კომპანიაში განმარტავენ. „აჭარაბეთმა“ მის ხელთ არსებულ ყველა სარეკლამო არხში განათავსა კორონავირუსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეკომენდაციების შესახებ. გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა უკვე გადარიცხეს 1 მილიონი ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.