09.ნოემბერი .2022 09:40

ონლაინ და ფიზიკურ ვაჭრობაზე ახალი კანონის შესაბამისად კონკურენციის სააგენტომ 9 განაცხადი მიიღო

163
უკან

კონკურენციის სააგენტომ ონლაინ და ფიზიკურ ვაჭრობაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულების ფარგლებში 8 ნოემბრის მონაცემებით, 9 განაცხადი მიიღო. საკითხი ძირითადად საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვის ოპერაციებს ეხება. როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა საქმიან დილასთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე სამსახური მიღებული განაცხადების განხილვაზე მუშაობს, ხოლო დაახლოებით 1 თვის ვადაში ამ საკითხების შესწავლის შემდეგ, კონკრეტულ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ და დაასკვნიან რეალურად იყო თუ არა დარღვევა.