მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პასკა 15-20%-ით გაძვირდა

BM.GE
13.04.22 09:13
569
გასულ წელთან შედარებით, წელს პასკაზე ფასი 15-20-%-ით გაძვირდა. ბიზნესის განამრტებით, ეს იმპორტირებული ნედლეულის გაძვირებამ გამოიწვია. ისეთი იმპორტირებული ნედლეულის მაგალითად, როგორიცაა ფქვილი, შაქრი, კარაქი და ზეთი. გაძვირებულია შესაფუთ მასალებზე ფასებიც. კომპანიებში ამბობენ, რომ აღდგომის კვირაში ფასის მატება აღარ მოხდება და ამჟამინდელი ღირებულება საბოლოოა. ბიზნესები ასევე განმარტავენ, რომ 2021 წელთან შედარებით, წინასააღდგომოდ პასკაზე მოთხოვნა გაზრდილია, ამას კი კოვიდრეგულაციების შემსუბუქებით ხსნიან.