19.ოქტომბერი .2020 18:24

პრემიერი: “ის რაც, შესაძლებელი იყო 6 თვეში, გაკეთებულია”

149
უკან

რამდენად ეფექტურად გამოიყენა მთავრობამ პანდემიის პირველი ტალღის შემდგომი პერიოდი და რამდენად მზად შეხვდა სისტემა მეორე ტალღას, დღეს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს რამდენჯერმე მოუწიათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, რადგან მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსუსის შემთხვევებმა იმატა, იმიტა კითხვებმაც, რამდენად გამოიყენა მოსამზადებლად ხელისუფლებამ ბოლო 6 თვე. თითქმის სისტემური ხასიათი მიიღო სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადების დაგვიანების ფატქებმა, ასევე ხარვეზებით მუშაობს ცხელი ხაზიც. როგორ აფასებს მთავრობა დღეს არსებულ მდგომარეობას და რამდენად არის მზად ჯანდაცვის სისტემა პაციენტთა გაზრდილ რაოდენობას მოემსახუროს?