30.ნოემბერი .2021 14:04

პროექტის ,,იმუშავე საქართველოდან“ შედეგები

259
უკან

საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტ ,,იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედებიდან დღემდე, 3129 უცხოელი დარეგისტრირდა, საიდანაც 501 აპლიკანტს უარი ეთქვა. ქვეყნაში უკვე შემოსულია 1 117 პირი, რაც პოტენციურად 6 თვის განმავლობაში 14 მლნ დოლარზე მეტ თანხას ნიშნავს.

2020 წლის 27 აგვისტოდან, მიმდინარე წლის 22 ოქტომბრამდე მიღებული აპლიკაციების რაოდენობის მიხედვით, 3129 ადამიანი დარეგისტრირდა "იმუშავე საქართველოდან" პროექტის მონაწილედ და გამოხატა ქვეყანაში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი. აქედან 58% ფრილანსერია. 29% -სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 13% ანტრეპრენერია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 90-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას. ტოპ ქვეყნებს შორისაა აშშ, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, კანადა. მიღებული აპლიკაციებიდან: დადასტურებულია 2291 - რეგისტრირებული ადამიანის აპლიკაცია, დაუარებულია 501 რეგისტრირებული ადამიანის აპლიკაცია.

2000-ლარიანი ხელფასის ამონაწერი, 12-დღიანი სავალდებულო კარანტინი და PCR ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯებით - ეს იმ მოთხოვნების მცირე ჩამონათვალია, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველოდან მუშაობის მსურველ უცხოელებს უწევთ. როგორია პროექტის “იმუშავე საქართველოდან” შედეგები, ასევე ე.წ. “მწვანე ბარათის” სისტემის დანერგვის მოლოდინები და შეფასებები?

სტუმარი: მაია სიდამონიძე - პროთრეველ ჯორჯია”, მმართველი პარტნიორი.