მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქაოსი ავტოსადგურებზე - დაგვიანებული კანონპროექტი - მგზავრების და ბიზნესის პრობლემები

BM.GE
18.02.20 18:24
871
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, შეუმოწმებელი სატრანსპორტო საშუალებები და ქაოსი - წლებია საქართველოს ავტოსადგურებზე მდგომარეობა არ იცვლება. რეგიონებში თბილისთან შედარებით მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. მთავრობა კი რეგულაციების შემოღებას არ ჩქარობს. ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ მოუწესრიგებელი ავტოსადგურები საქართველოს იმიჯზე ცუდად მოქმედებს, რამდენადაც ტურისტები ხშირად აწყდებიან პრობლემებს. სპეციალისტების ნაწილი კი ამბობს, რომ მთავრობას რეგულაციების მიღებისა და ავტოსადგრების მოწესრიგებისთვის უბრალოდ პოლიტიკური ნება არ გააჩნია.