Ming Yang Smart Energy Group-მა მსოფლიოში ქარის ყველაზე დიდი ტურბინა წარმოადგინა – ე.წ. „ოფშორული ბეჰემოთი“, რომლის ფრთების სიგრძე 140 მეტრს აღემატება და ფეხბურთის ცხრა სტადიონის ფართობზე მეტია. მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურბინას წარმოების მაქსიმიზაციისას 18 მეგავატი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. როგორც ჩინელი მწარმოებლის პრესრელიზიდან ირკვევა, ტურბინა ყოველწლიურად 96,000 ადამიანისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პატარა მოდელების მაგივრად მისი გამოყენება შეამცირებს როგორც პროექტით გათვალისწინებული დასამონტაჟებელი ტურბინების რაოდენობას, ასევე შეამცირებს პროექტის განხორციელების ხარჯებსაც.