მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველ სტუდენტთა 80%-მა საზღვარგარეთ სწავლა გადადო

BM.GE
29.09.20 11:37
655
ტურიზმის გარდა, ჩაკეტილმა საზღვრებმა და სასწავლო დაწესებულებების საკლასო სწავლებიდან, დისტანციურზე გადასვლამ, ნეგატიური გავლენა მოახდინა იმ სააგენტოებზეც, რომლებიც სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლას სთავაზობენ. გლობალური პანდემიის გამო, ყველა საზაფხულო სკოლა და ენის შემსწავლელი კურსი გაუქმდა, ხოლო მათი ვირტუალური შემცვლელი, ქართველთა შორის მოთხოვნადი არ აღმოჩნდა. ამიტომაც წინა წლებთან შედარებით, მოთხოვნა, დაახლოებით, 80%–ით შემცირდა და უნივერსიტეტებში ჩარიცხული აპლიკანტების უმრავლესობამ შეაჩერა, ან საერთოდაც გააუქმა მოწვევა, გაურკვეველი ვითარების გამო.