მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ შეიძლება მშენებლობის ნებართვის გამარტივება”

BM.GE
24.06.21 18:51
485
დერეგულაცია არ არის ის გზა, რომელიც აირჩია განვითარებულმა მსოფლიომ. ანარქიაში და ქაოსში ქალაქები ვერ ვითარდებიან, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „სახელმწიფოს ჩარევა ქალაქდაგეგმარებაში აუცილებელია. არ შეიძლება მშენებლობის ნებართვის გამარტივება. ეს გზა თბილისმა და ბათუმმა გაიარა და თვალსაჩინოა რა მდგომარეობაა ამ ორ ქალაქში", - განაცხადა ბითაძემ. მისივე თქმით, ქალაქების განაშენიანება, გენერალური გეგმების მიხედვით უნდა ხდებოდეს და დაუშვებელია ხალხმა გადაწყვიტოს რა უნდა აშენდეს.

სტუმარი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;