მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევექსი ჰოსპიტლებმა" 2022 წლის „სიცოცხლის ელჩები“ გამოავლინა

BM.GE
08.05.23 12:12
187
70 ნომინანტი და 39 გამარჯვებული - ევექსი ჰოსპიტლების მასშტაბური პროექტის, სიცოცხლის ელჩების მორიგი, მეოთხე სეზონი დასრულდა. პროექტი მედპერსონალისადმი მადლიერების გამოხატვას ემსახურება და იმ ექიმებსა და ექთნებს გვაცნობს, რომელთაც სწორედ ადამიანების გადარჩენისთვის სიცოცხლის ელჩის წოდება მიიღეს. წელს პროექტმა 10 სხვადასხვა ნომინაცია, 24 ვიდეორგოლი და ამდენივე განსაკუთრებული სამედიცინო შემთხვევა გააერთიანა და 3 მილიონამდე ნახვა დააგროვა. 2022 წელს ვიდეორგოლებისთვის მიცემული ხმების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და 33 371-ს მიაღწია. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა ევექსი ჰოსპიტლების თანამშრომლებმა მიიღეს და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, სწორედ მათ გამოავლინეს. სიცოცხლის ელჩების რიგით მეოთხე, საზეიმო ღონისძიება წელს შატო მუხრანში, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური თანხლებით გაიმართა.