მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუახევი ჰესის" კვალი აჭარაში

BM.GE
28.06.20 15:52
1980
ენერგეტიკა წლების განმავლობაში რჩებოდა საინტერესო ინვესტორებისთვის და ამის საფუძველი, საქართველოს ენერგო ბაზრის მრავალმხრივი მიზიდულობა და განვითარების, ინფრასტრუქტურული მოწყობის პოტენციალი იყო.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან 31,8 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც ღირებულებაში, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია - ანუ წლიდან წლამდე ჩვენს ქვეყანას ელექტროენერგიის შეძენა რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან უფრო და უფრო ძვირი უჯდება, რაც თავის მხრივ, ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას ხელს უწყობს. ამ ფონზე, ადგილობრივი ელექტროსადგურების მნიშვნელობა იზრდება. სწორედ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას მოემსახურება „შუახევი ჰესი“, რომელიც თებერვლიდან ელექტროენერგიას მთელ ქვეყანას აწვდის. მისი დადგმული სიმძლავრეა 187 მეგავატი. პროექტს „აჭარისწყალი ჯორჯია“, ნორვეგიული და ინდური ინვესტიციით ახორციელებს.

რა გეგმაზე მუშაობს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური და რა როლს შეასრულებს ის ეკონომიკურ ცხოვრებაში?