20.ნოემბერი .2020 10:19

"სტრადა მოტორსის" წინასაახალწლო შეთავაზება

უკან

კომპანია “სტრადა მოტორსმა” რომელიც Jeep-ის, FIAT-ის და Alfa Romeo-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, წინასაახალწლო აქცია დაიწყო. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებლები ნებისმიერი ავტომობილის შეძენას საახალწლო ფასით შეძლებენ. გარდა ამისა, ყველა მომხმარებელი კომპანიისგან 2021 წლის განმავლობაში - ყოველ თვე, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებენ.

საახალწლო შეთავაზებასთან ერთად ძალაშია ავტომობილის ჩანაცვლების აქცია, რომლის თანახმადაც მსურველებს საშუალება ეძლევათ თავისი ნებისმიერი მარკის და წლოვანების ავტომობილი, ცენტრში არსებულ მოდელებში გადაცვალონ, ხოლო სხვაობა 6 წლიანი განვადებით დაფარონ.